воскресенье, 17 ноября 2013 г.

მე-8 დღის რეფლექსია განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება,შეფასების აქტივობები და რუბრიკები და აქტივობები რომელიც გამოყენეთ პროექტებში. განვიხილეთ პროექტები ,გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები, მივიღეთ გასათვალისწინებელი შენიშვნები. პროექტს მივეცი საბოლოო სახე და ყველა მასალა ჩავალაგე შესაბამის ფაილებში.

суббота, 16 ноября 2013 г.

რეფლექსიის მე-7 დღე შევიმუშავეთ მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკის ნიმუშები. გავარკვიეთ როგორ უნდა ჩავრთოთ მოსწავლეები პროექტის სასწავლო მიზნებისა და კრიტერიუმების გააზრებაში, განვიხილეთ შეფასების მეთოდები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეების თავიანთი სასწავლო სატრატეგიების რეფლექსიაში

воскресенье, 10 ноября 2013 г.

მე- 3 მოდული

მე-6 დღეს გავეცანით მოსწავლეების სავარაუდო ნამუშევრებს. განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები.გავითვალისწინე რა შეიძლება გამოვიყენო მოსწავლეების სავარაუდო ნამუშევრებისათვის და ავირჩიე ბროშურა და გაზეთი. მივიღე მეწყვილესაგან შენიშვნები,რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ მომავალი მუშაობის დროს

суббота, 9 ноября 2013 г.

რეფლექსია მე-5 დღე განვიხილეთ მე-3 მოდული, ჩამოვაყალიბეთ საკუთარი პროექტის მიმდევრობა, გავეცანით საავტორო უფლებებისა და ეთიკის ნორმების დაცვას ინტერნეტიდან მასალის გადმოწერის დროს. ვნახეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი,რომელსაც გამოვიყენებ საკუთარი პროექტის შექმნის დროს.

воскресенье, 3 ноября 2013 г.

მესამე დღის რეფლექსი. განვიხილე ჩემი პროექტის მიზნები და ინდიკატორები,რომელიც შეესაბამება 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს,ჩამოვყალიბდი ზოგადად თემატურ და შინაარსობრივ კითხვებში. მიზნების ჩამოყალიბებისას გავითვალისწინე მოსწავლის მისაღწევი მაღალი სააზროვნო უნარები, რომელიც შევადარე ბლუმის ტაქსონომიას.
მეოთხე დღის რეფლექსია. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და ფორმები. შევადგინეთ შეფასების დროში გაწერილი გეგმა. ვისწავლეთ როგორ ავტვირთოთ YOU TUBE-ზე მასალა და ლინკი დავდოთ პრეზენტაციაში.